uBO Lite (uBOL) შიგთავსის შემზღუდავია MV3-ის მიხედვით. წესების ნაგულისხმევი კრებული იგივეა, რასაც uBlock Origin იყენებს: - ჩაშენებული ფილტრებით, uBlock Origin რომ იყენებს - EasyList - EasyPrivacy - Peter Lowe – სარეკლამო სერვერების სია შეგიძლიათ სხვა კრებულებიც აამოქმედოთ პარამეტრების გვერდიდან -- დაწკაპეთ _Cogs_ ხატულაზე ამომხტომ არეში. uBOL მოქმედებს სრულად დადგენილი წესებით, შესაბამისად, არ ესაჭიროება მუდმივად გაშვებული uBOL-პროცესი გასაფილტრად, ხოლო როცა შიგთავსის შეზღუდვა ითხოვს ჩანაცვლდეს CSS/JS, ამას თავად ბრაუზერი უზრუნველყოფს საიმედო გზით, ნაცვლად გაფართოებისა. აქედან გამომდინარე, uBOL თავად არ მოიხმარს პროცესორს/მეხსიერებას შიგთავსის შეზღუდვისას -- uBOL საჭიროებს შუამავალ მომსახურე პროცესს _მხოლოდ_ მაშინ, როცა ამომხტომ არესთან ურთიერთქმედებთ ან ცვლით პარამეტრებს.